გაკვეთილის თემა
|
გეომეტრიული ფორმები
|
სწავლების საფეხური, კლასი
|
დაწყებითი, პირველი კლასი
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
|
მნიშვნელოვანია ბავშვებმა ისწავლონ გეომეტრიული ფორმების ამოცნობა, მათი
პოვნა ნაცნობ და გარემომცველ სამყაროში, გამოუმუშავდეთ გეომეტრიული ფორმების გამოსახვის
,ჯგუფური მუშაობის, კითხვებზე პასუხის გაცემის,
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნობიან გეომეტრიულ ფორმებს, შეძლებენ მათ ამოცნობას
გარემოში , შეძლებენ დაუსვან კითხვები თანაკლასელებს მათი ნამუშევრის შესახებ
;გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის ,კითხვებზე პასუხის გაცემის, მსჯელობის,
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
ბ.1.3.გარემოში ამოიცნობს და ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს, გამოსახავს
მათ ნამუშევარში.
ბ.1.7.ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრის წარდგენისას განმარტავს,
თუ რას ასახავს ნამუშევარში.
ბ.1.7.უსვამენ თანაკლასელებს კითხვებს მათი ნამუშევრის შესახებ.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ მარტივი გეომეტრიული ფორმების ამოცნობა, მათი
დასახელება, გარემომცველ სამყაროში მსგავსი საგნებისა და ნივთების ამოცნობისა და
დასახელების უნარ-ჩვევა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შევაფასებ ჯგუფურ მუშაობას და პრეზენტაციას.
შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკების მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მოსწავლის სახელმძღვანელო, ფერადი ქაღალდები, ფორმატი ,მაკრატელი, წებო,
პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები-2წთ
A ფაზა- გამოწვევა-5წთ
1.მოსწავლეებს ვაჩვენებ მუყაოს სანიმუშო მასალას- სამკუთხედს, მართკუთხედს, კვადრატს , წრეს, ვუსვამ კითხვებს და ვადგენთ ასოციაციურ სქემას. პარალელურად პროექტორით ვაჩვენებ ინტერნეტიდან გადმოწერილ თვალსაჩინო მასალას-გეომეტრიული
ფორმებით შედგენილ საგნებს.
2.იცით თუ არა მათი სახელები?
3. გარშემო მდებარე საგნებს
ხომ არა აქვთ მსგავსი ფორმები?
4. რას გაგონებთ კარის ფორმა,
წიგნის, რვეულის ფორმა?
5. გაიხსენეთ გეომეტრიული ფორმის
მქონე სხვა საგნები.
B ფაზა-მოლოდინების
განსაზღვრა -
ახალი თემის ახსნა -3წთ
მოსწავლეებს ვეუბნები, რომ ჩვენს ირგვლივ არსებულ ყოველ საგანს რაიმე
ფორმა აქვს. მაგ. ხეს შეიძლება ჰქონდეს წრის, სამკუთხედის ფორმა, მთვარეს- წრის ფორმა,
სახლის ნაწილებს- ოთხკუთხედის ფორმა.
ბავშვებს ვთხოვ დაათვალიერონ შინიდან მოტანილი სათამაშოები და მიპასუხონ
კითხვებზე:
აქტივობა : კითხვა - პასუხი -5წთ
რა ფორმა აქვს მანქანის ბორბალს? -რა ფორმას გაგონებთ მანქანის სარკე?
-რობოტი რა ფორმებისაგან შედგება? და ა.
შ.
პარალელურად მოსწავლეებს ეკრანზე
ვაჩვენებ მსოფლიოს ცნობილი ნაგებობების, არქიტექტურული ძეგლების და შენობების
სლაიდებს და ვთხოვ, მათში იპოვონ ნაცნობი ფორმები.
ჯგუფური მუშაობა-დავალებების
ნიმუშები მოცემულია ეკრანზე-12წთ
კლასს დავყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფის თითოეულ წევრს ვაძლევ დავალებას: სამუშაო რვეულიდან ამოჭერით გეომეტრიული ფორმები და ერთობლივად გადაწყვიტეთ
რა გამოსახულებების შედგენა შეიძლება მათი საშუალებით, მოსინჯეთ ფორმების სხვადასხვაგვარი
განლაგება.
მოსწავლეები დამოუკიდებლად ამოჭრიან, აწებებენ ფორმებს ფორმატზე და ქმნიან მათთვის სასურველი
საგნის გამოსახულებებს.
პრეზენტაცია- 5წთ
ჯგუფის წევრები თანაკლასელებს გააცნობენ მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებს,
აღნიშნავენ, რომ დაამზადეს მზის, სახლის, მანქანის, ტრაქტორის გამოსახულებები, გამოიყენეს
სამკუთხედის, მართკუთხედის ,კვადრატის, წრის ფორმები.
C ფაზა-
რეფლექსია
მოსწავლეებისთვის დაფაზე დავხაზავ ცხრილს-ვიცოდი, გავიგე, რის გაგება
მაინტერესებს და კითხვების საშუალებით გავარკვევ მათთვის საინტერესო საკითხებს.
შევაჯამებ გაკვეთილს, შევაფასებ მოსწავლეებს და მივცემ დავალებას.3წთ
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий