ჩემი
ბლოგი არ ემსახურება თვითრეკლამას. არც იმის პრეტენზია მაქვს, საკუთარი ნამუშევრებით
ვინმე გავაკვირვო. ჩემთვის საინტერესო და ამაღელვებელი ბავშვებთან მუშაობის პროცესია.
ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, როგორ იცვლება მათი გამომეტყველება, განცდები; ზოგჯერ ცრემლმორეული,
ზოგჯერ აციმციმებული თვალები სიტყვების ნაცვლად ყველაფერს ამბობენ, სპონტანური და უეცარი პასუხები კი ამქვეყნად ყველაზე მართალია....
აქ კი, ალბათ, ემოციებისგან სუფთა საქმიანი ქაღალდები განთავსდება. თუმცა მათი წარდგენაც
შეიძლება ეფექტურად. ყველანი განწყობის მონები ვართ. ვნახოთ, რა და როგორ გამომივა.
Комментариев нет:
Отправить комментарий