პროექტები

ხელწოდება:ქება ქართულ ენას
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:პროექტის იდეა გაჩნდა კლასის საათზე, როცა მოსწავლეთა საინტერესო პასუხებმა მოწონება და შექება დაიმსახურა. ჩემს კითხვაზე, რას შეიძლება კიდევ ქება მივუძღვნათ, უამრავი პასუხი გაისმა. ერთმა მოსწავლემ აღნიშნა-დედაენასო და დასტურად წაიკითხა მ. მაჭავარიანის ლექსი „ქართული ენა“. ბავშვებს ვკითხე, ხომ არა აქვთ სურვილი უფრო მეტი გაიგონ მშობლიური ენის ისტორიის შესახებ. დამეთანხმნენ და იდეაც დაიბადა. თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას, შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავინაწილებთ დავალებებს.

3.პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები შეიძენენ  მეტ ცოდნას მშობლიური ენის შესახებ,  მისი წარმოშობისა და განვითარების შესახებ. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, გამომეტყველებით კითხვის,  ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები ადაპტირებული სახით ეცნობიან ქართული ანბანის ისტორიას, სწავლობენ ქართველი პოეტების ლექსებს, ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ. გამოუმუშავდებათ გამომეტყველებით კითხვის, გამართულად წერის, კვლევა-ძიების, პრეზენტაციის,  ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები,  მშობლიური ენისადმი პატივისცემის  გრძნობა.
5.მონაწილეთა ასაკი:6 წელი, (მშობლები 30 წლამდე)
6.ვადები/ ხანგრძლივობა:6 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :მოსწავლეთა კალიგრაფიული ნამუშევრები,  მათ მიერ მომზადებული ხელნაწერი გაზეთი,  ფოტოალბომი,  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტიდან და წიგნებიდან მოძიებული მასალები, დიდი ფორმატის ქაღალდები,  ციფრული კამერა,  ალბომი,  რვეულები,  კალმები, მარკერები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.კლასს დავყოფ 3 ჯგუფად და გავანაწილებ დავალებებს:
პირველი ჯგუფი-დედაენის შესახებ ლექსების მოძიება,
 მეორე ჯგუფს-ცნობილი ადამიანების  გამონათქვამები ქართული ენის შესახებ,
მესამე ჯგუფს- ქართული ენისადმი მიძღვნილი სიმღერების მოძიება.

ინფორმაციები მოიძიონ მშობლების დახმარებით ინტერნეტიდან და წიგნებიდან.
დავალება წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
 2.პროექტის მსვლელობისას საინტერესო ეპიზოდების დაფიქსირება, 3.მოსწავლეთა მიერ კალიგრაფიული ნამუშევრების  შესრულება,
4. ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის მომზადება,
 5. დეკორაციების მომზადება, 6.კედლის გაზეთის გამოშვება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა/ბუნება, ქართული ენა/მათემატიკა, ქართული ენა/სახვითი ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მაია გვარამია
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:maiagvaramia2016@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/  ბლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий