20.06.2019

,,პატარა დინოზავრი”

მინდორზე დინოზავრები ძოვდნენ ბალახს. ისინი ძალზე დიდები იყვნენ, მგონი, ოცი სპილოსხელა მაინც იქნებოდა თითოეული. სიზარმაცით გათანგულებს განძრევაც ეზარებოდათ. იდგნენ და მხოლოდ გრძელ კისრებს იწვდიდნენ აქეთიქით. მაშინღა გადადგამდნენ რამდენიმე ნაბიჯს, როცა თავის ირგვლივ მთლად მოატიტვლდებდნენ ბალახისგან მიწას.

Комментариев нет:

Отправить комментарий