მესამეკლასელებმა სკოლის დერეფანში საკუთარი ნამუშევრები და მათ მიერვე ქოთნებში გახარებული ყვავილები გამოფინეს. აქცია მიზნად ისახავდა ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლის გურამ ფოტიდის დახმარებას, რომელსაც სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია. მოსწავლეთა და მშობელთა ძალისხმევით, მოსწავლის პირად ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა გადაირიცხა (პედაგოგი
- მაია გვარამია).